ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ხმა იდუმალი"
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ნ ბარათაშვილის ,,ხმა იდუმალი”
|
სწავლების საფეხური
|
მეთერთმეტე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არი 13 მოსწავლე, განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეები აარ არიან
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ გააანალიზონ ეპოქის მახასიათებელი ნიშნები და მისი გავლენა პოეტზე,განსაზღვრონ ნაწარმოების თემა და იდეა,ამოიცნონ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, დაწერონ ესე.
ქართXI.5..მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გააზრება მათში ასახული ინფორმაციის,თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართXI.8.მოსწავლეს შეუძლია
კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
ქართXI.10 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ბარათაშვილის ბიოგრაფია, ლექსები, პოემა ,,ბედი ქართლისა“
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასდება საგაკვეთილო და ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩართულობა. გამოვიყენებ შეფასების რუბრიკას.
შეფასების ფორმა განმსაზღვრელი და განმავითარებელი
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,რვეული, კალამი.ინტერნეტი,პროექტორი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
გაკვეთილის მიზნის გაცნობა
A ფაზა
აქტივობა 1.გონებრივი იერიში
რა ვიცით ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ?
ბარათაშვილის რომელ ნაწარმოებებს იცნობთ?
ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა 2.
სლაიდშოუს ჩვენება
B ფაზა
აქტივობა 3 .ლექსის კითხვა
ორგანიზება-მონაწილეობს მთელი კლასი
აქტივობა 4.კითხვა-პასუხი
როგორი განწყობა დაგეუფლათ ლექსის კითხვის შემდეგ?
ცხოვრების რომელი ხანის შემდეგ ჩნდება იდუმალი ხმა?
თქვენი აზრით, რა განასხვავებს ამ ხანას შემდეგი ცხოვრებისაგან?
რაზე მეტყველებსის,რომ იდუმალი ხმა სიზმარშიც ჩაესმის?
რატომ ფიქრობს პოეტი,რომ ეს ხმა სინდისის ხმა არ არის?
რა არის იდუმალი ხმის სათქმელი, რას მოითხოვს ის?
როგორ ფიქრობთ,პოეტს რომ საკუთარი ხვედრი ეპოვა, რა დამოკიდებულება ექნებოდა იდუმალ ხმასთან?
როგორი რითმაა გამოყენებული ლექსში?
ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან
C ფაზა
აქტივობა 5
ჯგუფური მუშაობა
Iჯგუფი-არქაული სიტყვების ამოცნობა
კონტექსტის მიხედვით.
II ჯგუფი- მხატვრული ხერხების ამოცნობა.
III ჯგუფი- ნიკოლოზ ბარათაშვლისგრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილ ბარათსა და ,,ხმა იდუმაის” შორის მსგავსება განსხვავებაზე მსჯელობა
ატივობა 6. პრეზენტაცია
აქტივობა 7 . საშინაო დავალება
ლექსი ზეპირად
ესე-რას ნიშნავს ჩემთვის საკუთარი მოწოდების პოვნა
|
შეფასების კრიტერიუმები
ფასდება შემდეგი აქტივობები
|
1-2
დაბალი
|
3-4
საშუალოზე დაბალი
|
5-6
საშუალო
|
7-8
საშუალოზე მაღალი
|
9-10
მაღალი
|
საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლის
აქტიურობა
|
პასიურია,
ვერ პასუხობს კითხვებს
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული,
იშვიათად პასუხობს კითხვებს
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული, იძლევა მოკლე პასუხებს
|
აქტიურია გაკვეთილზე,კარგად ესმის კითხვის შინაარსი და პასუხობს
კითხვებს
|
აქტიურია გაკვეთილზე, მობილიზებული,
პასუხობს კითხვებს არ უშვებს
გრამათიკულ შეცდომებს
|
ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლის აქტიურობა
|
არ არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
ქგუფის
მუშაობაში ნაკლებად შეაქვს წვლილი
|
ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი,
|
ჩართულია ჯგუფის მუშაობაში,უჭირს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია
|
ჯგუფის მუშაობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი,
ამჟღავნებს ლიდერის თვისებებს, კარგად წარმართავს პრეზენტაციას
|
აკაკი წერეთლის ,,განთიადი"
Комментариев нет:
Отправить комментарий